12:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 18:23:40, 661 ნახვა

სამხედრო
„ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში „წერილები ჯარისკაცებს“ პროექტი განხორციელდა

„ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში „წერილები ჯარისკაცებს“ პროექტი განხორციელდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებს ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობოების მიერ გამოგზავნილი საპასუხო წერილები ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გადასცეს.

სამხედრო მოსამსახურეები ახალგაზრდებს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ შეტანილი წვლილისა და ავღანეთში მიმდინარე მისიის შესახებ ესაუბრნენ. შემდეგ კი პატარა მეგობრებს ვიდეორგოლიც უჩვენეს და აუხსნეს, თუ როგორ უზრუნველყოფენ ქართველი ჯარისკაცები მათი თანატოლების მშვიდობასა და უსაფრთხოებას ავღანეთში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან შესახვედრად რაიონში ჩავიდნენ ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ტყიბულის რაიონის მაჟორიტარი - ელისო ჩაფიძე.

ღონისძიებაზე ტყიბულის რაიონის სკოლადამთავრებული, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები - უმცროსი სერჟანტი ფრიდონ ბრეგაძე და კაპრალი ნიკოლოზ ფორჩხიძეც გაიხსენეს.

მასპინძელი სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს წარმოდგენა შესთავაზეს და სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „ცოდნის კვირეული“ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics