2024-09-11 09:58:10, 476 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 25 „შაჰიდიდან“ 20 ჩამოვაგდეთ
გასულ ღამეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული 25 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 20 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსეთმა უკრაინას ერთი "ისკანდერ-მ"-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით, ორი S-300-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტითა და ექვსი Kh-31P-ის ტიპის სარადარო რაკეტით შეუტია.
"თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევის, ხერსონის, ჩერკასის, სუმის, დნეპროპეტროვსკის და პოლტავის რეგიონებში", - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,