14:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 18:51:01, 655 ნახვა

სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრში სასწავლო პროცესი განახლდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სასწავლო პროცესი განახლდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსები მიზნად საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სერჟანტთა კარიერულ ზრდას ისახავს.

ამჟამად სერჟანტთა მომზადების ცენტრში 3 კურსი მიმდინარეობს: ძირითად სასწავლო (ათეულის მეთაურის) კურსს 129 სამხედრო მოსამსახურე გადის. ოცეულის სერჟანტის (შუალედური) კურსზე 48 სამხედროა ჩარიცხული, ხოლო, სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსში 32 მსმენელი მონაწილეობს.

ძირითად სასწავლო კურსზე სამწყობრო და საერთო საჯარისო ტაქტიკა შეისწავლება. ოცეულის (შუალედურ) კურსზე სამხედროები საერთო საჯარისო ტაქტიკას, საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს ეუფლებიან. სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის ფარგლებში კი სერჟანტები საერთო საჯარისო ტაქტიკას, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესს, საბრძოლო მომზადების ორგანიზებას, საოფისე პროგრამებსა და კონფლიქტოლოგიას გადიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics