10:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 09:27:36, 610 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ჩინეთში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს მკაფიო სიგნალი, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ Unian-ი წერს.

ზელენსკის თქმით, კულებას ვიზიტის დროს ასევე დადასტურდა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის.

„ეს მრავალი წლის განმავლობაში უკრაინელი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია ჩინეთში და ეს კარგია. არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კულებასგან დეტალურ მოხსენებას ელოდება.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთში ვიზიტის დროს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან შეხვედრაზე თქვა, რომ "უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics