17:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 10:28:08, 491 ნახვა

საზოგადოება
თბილისში დღეს თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი

თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი.

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კი წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, რომელიც ზოგან 20-25 მეტრ/წამამდე გაძლიერდება. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურა იქნება: დაბლობში +11,+16; მთაში +6,+11; მაღალ მთაში 0,+5 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად მოსალოდნელია ნალექი, მთაში – თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურაა: ბარში +1,+6; მთაში 0,+5 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში -2 გრადუსი ყინვა, +3 გრადუსი სითბო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics