21:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 09:53:38, 1317 ნახვა

რეგიონი
ავიაკომპანიები Flynas-ი და FLY DUBAI ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების სიხშირის გაზრდას გეგმავენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ FLY DUBAI-ს და Flynas ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ბათუმი დუბაის მიმართულებით რეისების დამატებისა და პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს. ავიაკომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა ფრენების სიხშირის გაზრდასთან და ეტაპობრივად, არასაზღვაო ტურისტულ სეზონზე, დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. 2023 წლის ზაფხულში ბათუმი-დუბაის მიმართულებით რეისებს განახორციელებს Flynas, 25 ივნისიდან დაემატება  FLY DUBAI-ს რეისები.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროში არსებული დიდი პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას, რაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეისების დამატება.

შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელები იღებდნენ.

1-4 მაისს დუბაიში იმართება ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენა, სადაც  150 ქვეყანასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სახვადასხვა  ქართული ტურისტული კომპანიის გვერდითაა წარმოდგენილი",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics