2022-09-06 16:41:14, 1536 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, მოადგილეებთან, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უწყებების მომავალი წლის ბიუჯეტში, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა მიმართულებით, როგორც სამინისტროს, ასევე თვითმმართველობების პროგრამებში დაგეგმილი სიახლეების გაცნობა, გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ერთიან მიდგომას სერვისების დანერგვის კუთხით და მუნიციპალიტეტების მოსახლეობის თანაბარ პირობებში ჩაყენებას
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),