10:30 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 12:17:23, 1197 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა

ბათუმის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა.

სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 198 900 ლარამდე გაიზარდა, შესაბამისად სერვისით დამატებით 50-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს. ჯამში, წელს პროგრამა 450-მდე სმენადაქვითებულ პირზეა გათვლილი,  უკვე გაცემულია 380 ერთეული სმენის აპარატი. 

პროგრამის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი გაეცნო.

"მოსახლეობის მომართვიანობის გამო სამინისტრომ პროგრამის ბიუჯეტი გაზარდა. წელს პირველად დაიწყო პედიატრიული ციფრული სმენის აპარატების დაფინანსება. პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ, შშმ პირები (მათ შორის ბავშვები), ნებისმიერი ხარისხის სმენადაქვეითებული ბავშვი, ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პირები დიაგნოზით - ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე, ან სმენაჩლუნგობა II-III ხარისხის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პროგრამის ფარგელბში სმენის აპარატების მომსახურება ფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: შშმ სტატუსის მძიმე ხარისხის სმენადაქვეითების მქონე ბავშვის/მოსწავლის/სტუდენტისათვის - 1400 ლარით; პედიატრიული ციფრული სმენის აპარატი - 1000 ლარით; სხვა ბენეფიციართათვის - 350 ლარით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics