2022-05-17 16:18:44, 1842 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულს ფრიდონობას გილოცავთ
ქედის მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულს ,ფრიდონობას გილოცავთ!
დღეს, პოეტის, მწერლის, დრამატურგის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის სახელთან დაკავშირებული სახალხო დღესასწაული ,,ფრიდონობა" აღინიშნა, რომელსაც 2008 წელს მწერლის სიცოცხლეშივე ჩაეყარა საფუძველი.
ღონისძიებას მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ნათესავები, მწერალთა კავშირი, საზოგადო მოღვაწეები და საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
შეკრებილმა საზოგადოებამ მწერლის საფლავი ყვავილებით შეამკო. გაიხსენეს პოეტთან დაკავშირებული ისტორიები, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებას ორგანიზებას ქედის აა(ი)პ ,,ისტორიული მუზეუმი" უწევდა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),