10:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 15:38:41, 1220 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი: დაწყებულია ბევრი პროექტი, რომელმაც ჯარის საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქციით მომარაგების კუთხით, არსებითი როლი უნდა შეასრულოს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყების სამოქმედო გეგმის წარდგენაზე საუბრისას ყურადღება ჯარის საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქციის მომარაგების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ქართული ჯარის ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ასევე დაწყებული გვაქვს ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი, რისი მაგალითიც არის სამხედრო ქვედანაყოფების ნატოს სტანდარტის შაშხანებით აღჭურვა. ამ თვალსაზრისით, თქვენ იცით, რომ „დელტას“ ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, დავიწყებთ აღნიშნული შაშხანების წარმოებას. ასევე, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე ნატოს სტანდარტების ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩვენი ჯარის აღჭურვის პროცესი", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, 2020 წელს, თავდაცვის ძალებმა პირველად ისტორიაში 40-მდე, „დელტას“ მიერ წარმოებული სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანმანქანა მიიღო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics