17:53 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-15 10:40:07, 1537 ნახვა

კომენტარი
კარლ ჰარცელი - კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება, უკანონო დაკავებები მიუღებელია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ჰარცელი „ტვიტერში“ აღნიშნავს, კარგია, რომ გახელაძე ოჯახს უბრუნდება, რადგან უკანონო დაკავებები დაუშვებელია.

„კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება. უკანონო დაკავებები მიუღებელია. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიით ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების საშუალებით“, - წერს კარლ ჰარცელი.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე პატიმრობიდან გუშინ, 14 ივლისს გათავისუფლდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics