11:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-27 10:10:16, 821 ნახვა

სამხედრო
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა GDRP-ის შენარჩუნების ფაზაში კულმინაციური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდეგ, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი შენარჩუნების ფაზას საკუთარი ძალებით გადის. ქვედანაყოფმა კულმინაციური სწავლება ჩაატარა და დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მე-11 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური დავალების შესასრულებლად მითითებები მართვის პუნქტიდან მიიღეს და თავდაცვითი ოპერაციები განახორციელეს. სიტუაციური სწავლება მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-7 როტაციის ფარგლებში წვრთნები გასული წლის დეკემბერში დაასრულა.

GDRP-ის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics