2015-09-21 14:36:12, 706 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის გამყარებას ელოდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საშუალოვადიან პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას ელოდება.
ნოდარ ხადურის კომენტარს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ავრცელებს.
„უნდა აღინიშნოს, რომ გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები სრულად ამოწურულია. ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას. დღევანდელი მდგომარეობით, აღსანიშნავია, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებსა და არც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფინანსირების სესხებს გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკთან მუდმივად აქვთ ინფორმაციის გაცვლის რეჟიმი და კოორდინირებულად მუშაობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან