22:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 12:34:37, 1041 ნახვა

სამხედრო
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დასრულებასთან დაკავშირებით სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა. კონცერტის მსვლელობისას დაცული იყო ჯარისკაცების უსაფრთხოება და მათ მომღერლებთან დისტანცია აშორებდათ.

IV მექანიზებული ბრიგადის სტადიონზე მუსიკის თანხლებით სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბარბექიუ მოეწყო. კონცერტი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გახსნა და სამ საათს გაგრძელდა. კონცერტზე საკუთარი რეპერტუარიდან მომღერლებმა, ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულეს. ღონისძიება დიჯეი რემბოს მუსიკალური გაფორმებით დასრულდა.

სწავლებაში მონაწილე საქართველოს და 4 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის პრევენციის მიზნით, ვაზიანში სრული წესების დაცვით იმყოფებოდნენ.
საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ დღეს ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნით ოფიციალურად დაიხურა. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics