2020-04-21 23:35:38, 21989 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებულ ორ ჩინელ ექიმს მკურნალობის პროცესში კანის ფერი შეეცვალა
კორონავირუსით ინფიცირებულ ორ ჩინელ ექიმს მკურნალობის პროცესში კანის ფერი შეეცვალა. - ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს.
42 წლის კარდიოლოგი ია ფანი და ასევე 42 წლის უროლოგი ჰუ ვაიფენგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან მოთავსებულნი. მათი მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ კანის ფერის ცვლილება მედიკამენტმა გამოიწვია, რომლითაც ჩინეთში კოვიდ 19-ით დავირუსებულების მკურნალობა დაიწყეს. სავარაუდოდ, მათი კანის ფერის ცვლილება ჰორმონალურმა დარღვევამ გამოიწვია, რადგან წამლებმა ღვიძლი დაუზიანეს.
ექიმები მართვით სუნთქვისა და ჰემოდიალიზის აპარატებზე 39 დღის განმავლობაში იყვნენ შეერთებულნი, რა დროსაც მათ აგრესიული მედიკამენტოზური თერაპია უტარდებოდათ.
მათი მკურნალი ექიმი ლი შუშენგის განცხადებით, ექიმების კანის ფერი ჩვეულს ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ დაუბრუნდება.

ავტორი: ექსპრესნიუსი,