15:24 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 18:15:35, 3627 ნახვა

კულტურა
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, მხატვრის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

წელს, ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება.

ამ თარიღთან დაკაშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის  მხარდაჭერით, ლადო გუდიაშვილის ფონდი 4 საიუბილო გამოფენას უწევს ორგანიზებას.

22 ივნისს, 20:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, მხატვრის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რიგით მეორე გამოფენა გაიხსნება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ 1930-50 წლებში შესრულებული  ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics