00:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 21:10:05, 1368 ნახვა

მსოფლიო
ქაშერულ მაღაზიაში შეიარაღებული პირი საფრანგეთის პოლიციის მიერ მოკლულია

ქაშერულ მაღაზიაში შეიარაღებული პირი საფრანგეთის პოლიციის მიერ მოკლულია. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პოლიციის ინფორმაციით, ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილ შეიარაღებულ პირს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასთან კავშირი ჰქონდა. ასევე დასტურდება ინფორმაცია, რომ სწორედ აღნიშნული პიროვნებაა ის, ვინც  გუშინ  პარიზის სამხრეთ ნაწილში პოლიციელი ქალი მოკლა. 

ჯერჯერობით მძევლების მდგომარეობის შესახებ ოფიციალური  ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, გავრცელებული ცნობით,  შეიარაღებულმა პირმა  ლიკვიდირებამდე რამდენიმე საათით ადრე  სულ ცოტა ორი ადამიანი მოკლა. 

შეგახსენებთ,  გუშინ პარიზის სამხრეთ ნაწილში, მეტრო სადგურთან, შეიარაღებულმა პირმა, რომლის ლიკვიდაციაც მოხდა, ერთი პოლიციელი მოკლა, ხოლო მეორე მძიმედ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics