15:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-12 09:49:59, 41694 ნახვა

სპეციალური ანონსი
"უსამართლო სასამართლო" – მოქალაქეები მოსამართლეების წვეულების ფონზე საპროტესტო აქციას აანონსებენ

დღეს, 14:45 საათზე, რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც მოსამართლეების კორპორატიული წვეულებაა დაგეგმილი, მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია სახელწოდებით „უსამართლო სასამართლო“ იმართება და მისი მონაწილეები ბოლო დღეებში დაკავებული პირების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

 

აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ადამიანები და შეწყვიტოს ძალადობრივი მეთოდებით სამოქალაქო უფლებების დარღვევა.

„ეს არის პროტესტი არა მხოლოდ უკანონო დაკავებების, არამედ უსამართლო სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უგულებელყოფს. ჩვენ მოვითხოვთ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობას და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციას სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდებიან. მათი თქმით, სასამართლოს დღევანდელი მდგომარეობა სამართლიანობის პრინციპებს სრულად ეწინააღმდეგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics