13:52 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-07 12:15:33, 2124 ნახვა

სამხედრო
უწყებათაშორისი სწავლება - „პარტნიორი-2024“ იწყება

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, 8-12 ივლისს ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უწყებათაშორისი სწავლება - „პარტნიორი-2024“ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწას. სწავლება კრიზისული სიტუაციების სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართება. 

"ადგილობრივ მოსახლეობას ვაცნობებთ, რომ სწავლების მოსამზადებელი სავარჯიშოები 8 ივლისს ორივე ლოკაციაზე გაიმართება. გენერალური რეპეტიცია დაგეგმილია 9 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 10 ივლისს - თეთრიწყაროში. წვრთნების დასკვნითი ნაწილი ჩატარდება 10 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 11 ივლისს - თეთრიწყაროში. 

„პარტნიორი-2024“-ში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წვრთნებში, ასევე, ჩართულია შინაგან საქმეთა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები. უწყებათაშორისი სწავლების მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics