12:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 12:49:15, 603 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სოფელ ერთაწმინდაში, 760 გრძივი მეტრი გზის არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

“გზაზე უკვე მოწყობილია დამცავი კედელი და დასრულების პროცესშია სანიაღვრე არხის მოწყობა. პარალელურადმიმდინარეობს სასმელი წყლის გაყვანილობის გზიდან არიდების სამუშაოები.

გზაზე დაიგება არმირებული ბეტონის საფარი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგილებას.

პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბესკო“ ახორციელებს”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics