15:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 13:21:30, 912 ნახვა

სამართალი
საგარეო უწყების ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მომხდარის დეტალების დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს. 

 „განხორციელებული კიბერ შეტევის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება აამოქმედოს სამინისტროს ახალი ვებ-გვერდი, რომელზეც მუშაობა ამ ეტაპზე ნაწილობრივ არის დასრულებული. შესაბამისად ბოდიშს ვუხდით მომხმარებელს მასზე მოცემული არასრული ინფორმაციის გამო და ვაცნობებთ, რომ საიტის საინფორმაციო კონტენტის შევსება ახლო მომავალში დასრულდება. ვებ-გვერდის ახალი ვერსია მისამართზე www.mfa.gov.ge დღის განმალობაში გახდება ხელმისაწვდომი. ამჟამად შეფერხებით მუშაობს საზღვარგარეთ საქართველოს მისიების ვებ- გვერდებიც“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics