21:48 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-04 13:31:03, 14323 ნახვა

Lifestyle
სამი დაკარგული მეზღვაური უკაცრიელ კუნძულზე ქვიშაზე წარწერის მეშვეობით იპოვეს

ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სამი ზღვაში დაკარგული მეზღვაურის გადარჩენის ისტორიას ვეცნობით. 
30 ივლისს სამი მეზღვაური პულუვატის კუნძულიდან (მიკრონეზიის ფედერალური შტატი) 7 მეტრიანი იახტით ზღვაში გავიდნენ და არ დაბრუნებულან. მეზღვაურებს ჩაფიქრებული ჰქონდათ 43 კილომეტრიანი მარშრუტი დაეძლიათ, მაგრამ გზა აერიათ, დაიკარგნენ, იახტაზე არსებული ბატარეა დაუჯდათ და საწვავიც გაუთავრდათ,-წერს Associated Press.
მიკრონეზიის უწყებამ ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს დახმარების აღმოჩენის განცხადებით მიმართა. ავსტრალიამ სამძებრო სამუშაოებში გემი "კანბერა" და ერთი შველმფრენი ჩართო, რომელმაც დაკარგული მეზღვაურები მცირე ზომის უკაცრიელ კუნძულზე, ქვიშაზე გიგანტური წარწერა "SOS"-ის მეშვეობით აღმოაჩინა. სამივე მეზღვაური ცოცხალია, მათ უწყლობის ნიშნების გარდა არაფერი სჭირთ.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics