00:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 01:08:36, 5021 ნახვა

Lifestyle
ლედი გაგა : 35 000 000$ ავაგროვებთ და პანდემიასთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ

ლედი გაგამ , რომელმაც დიდი ხნის წინ დაანონსებული ალბომის "Chromatica"-ს პრემიერა პანდემიის გამო გადადო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთობლივი პროექტის შესახებ საკუთარ გულშემატკივრებს "ინსტაგრამის" გვერდზე ამცნო.

გაგას თქმით, პროექტი ბევრი ვარსკვლავის ერთობლივ ონლაინ-კონცერტს წარმოადგენს, რომლის მიზანი პანდემიასთან ბრძოლაში ცნობილი სახეების ჩართვაა. 
გაგა პირველი მუსიკალური შემსრულებელია, რომელიც Global Citizen-ისთვის (საქველმოქმედო ფონდი , რომელიც ღარიბ მოსახლეობას ეხმარება) 2030 წლისთვის მიზნად 35 000 000 $ შეგროვებას აპირებს და როგორც ჩანს ეს მას გამოუვა, რადგან თანხის 1/4 უკვე შეგროვებულია. 
დაანონსებულ კონცერტს One World:Together at Home ერქმევა.
შეგროვებული თანხა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფონდში სრულად გადაირიცხება, შემდეგ კი სამედიცინო პერსონალის აღჭურვისთვის, კორონავირუსული ინფექციის ტესტირების მეტად ხელმისაწვდომობისთვის და ანტიდოტის შექმნისთვის იქნება გამოყენებული.

კონცერტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები 3 დღის წინ დაიწყო, ეს ახალი ათასწლეულის ყველაზე დიდი ონლაინ შოუ იქნება, რომელსაც ABC, NBC, CBS და ბევრი სხვა ტელეარხი ონლაინ რეჟიმში გაავრცელებს, აგრეთვე მისი ხილვა ინტერნეტის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შოუში ისეთი ვარსკვლევები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც გახლავთ ელტონ ჯონი, ბილი აილიში, Lizzo, კრის მარტინი, პოლ მაკარტნი, სტივ უანდერი, ჯონ ლეგენდი, დევიდ ბექხემი და სხვები.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics