13:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 13:39:40, 1030 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში პოლიციის შენობაზე თავდასხმის შედეგად 20-მდე სამართალდამცველი დაიღუპა

ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში მოძრაობა „თალიბანსა“ და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სულ მცირე 17 პოლიციელი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, თალიბები მუსა-კალას რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. სამართალდამცველებსა და დაჯგუფების წევრებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად „თალიბანის“ ათამდე წევრი დაიღუპა. გასულ წელს ავღანეთიდან ნატოს სამხედროს ძალების გაყვანის შემდეგ თალიბების მხრიდან თავდასხმები გახშირდა. მსგავსი ინციდენტების შედეგად ათობით სამართალდამცველი და სამხედრო მოსამსახურე იღუპება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics