2017-07-08 15:51:30, 772 ნახვა
რეგიონი
„არა ოკუპაციას“ - სოფელ ბერშუეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე სტუდენტები და რიგით მოქალაქეები არიან შეკრებილი. მათ საოკუპაციო ხაზთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და საქართველოს ჰიმნს მღერიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია სხვა მოქალაქეებს მოუწოდონ, რომ მცოცავ ოკუპაციას არ შეეგუონ.
ამასთან, ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან კარვებს გაშლიან და აქციას ხვალაც გააგრძელებენ.
მათივე თქმით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქციას შეუერთდეს.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან