23:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 12:20:07, 826 ნახვა

რეგიონი
ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს შეხვდა - „იმედი მაქვს, რუსეთთან აქტიურად ითანამშრომლებთ“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახლადარჩეულ დე-ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიბილოვმა და პუტინმა შეხვედრაზე ეკონომიკური საკითხები განიხილეს.  

რუსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვს "არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა ანატოლი ბიბილოვის ხელმძღვანელობით რუსეთის ფედერაციასთან აქტიურად ითანამშრომლებს. 

"მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გამარჯვება. ვიცი, რომ რუსეთთან თანამშრომლობის აქტიური მხარდამჭერი ხართ. ჩვენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული შეთანხმებები ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, რესპუბლიკა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ", - დასძინა პუტინმა. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე-ფაქტო არჩევნები მიმდინარე წლის 9 აპრილს ჩატარდა. ე.წ არჩევნებში მონაწილეობას, ბიბილოვის გარდა, ყოფილე "პრეზიდენტი" ანატოლი თიბილოვიც იღებდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics