2017-02-06 14:56:37, 1835 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი კობახიძეს: ივანიშვილი ისეთივე საზოგადოებრივი მოღვაწეა, როგორც ჭავჭავაძე
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად წარდგენილი მანანა კობახიძის დამოუკიდებლობაზე საუბარი სასაცილოა.
"თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თუ დაინიშნეთ, სადაც „რუსთავი 2"-ს საქმის განხილვა მოგიწევთ, თქვენს დამოუკიდებლობაზე საუბარი სასაცილოა. ასევე მაინტერესებს, ივანიშვილი ისეთივე საზოგადოებრივი მოღვაწეა, როგორც ილია ჭავჭავაძე?", - მიმართა ნადირაშვილმა კობახიძეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატს მანანა კობახიძეს უსმენენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან