09:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 15:15:00, 1829 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ჩვენ ვერ შევეგუებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების იზოლაციას

პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს,  რომ ეს გადაწყვეტილება არღვევს და ზღუდავს ადამიანების ფუნდამენტურ - თავისუფალი მიმოსვლისა და გადაადგილების უფლებას.

"ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტი გუშინ  ევროსაბჭოს გენმდივანს ბ-ნ იგლანდსაც ესაუბრა. ზოგადად, ეს არის თემა,  რომელიც ქვეყნის პირველი პირის მიერ მთელი სიმწვავით ისმებოდა  და დაისმება ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ ვერ შევეგუებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების იზოლაციას",-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics