13:50 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 17:39:09, 511 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა.

თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი კახა ჩიქოვანი საელჩოში მივიდა და საქართველოს თავდაცვის უწყების სახელით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული მგზავრების ხსოვნას პატივი მიაგო. მან სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნო.

ცნობისთვის, 24 მარტს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ავიაკატასტროფა განიცადა გერმანული ავიაკომპანიის Germanwings Flight-ის თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ბარსელონადან დიუსელდორფში ასრულებდა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 142 მგზავრი, 2 პილოტი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics