13:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 09:48:58, 357 ნახვა

საზოგადოება
საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში უსინათლო პირები პერსონალური ასისტენტით იქნებიან უზრუნველყოფილი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, უსინათლოთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიასა და  უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში გადაადგილებისას უსინათლო პირები პერსონალური ასისტენტით იქნებიან უზრუნველყოფილი. აღნიშნული მომსახურებით თვეში საშუალოდ 80 უსინათლო ისარგლებლებს.  პროექტის ღირებულება 12 150 ლარია.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ ფრიდონ ლობჟანიძემ.

შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში 400 000 ლარია გათვალისწინებული. თანხა წლის განმავლობაში შშმ პირთათვის სხვადასხვა პროექტების განცორციელებას მოხმარდება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics