14:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 17:38:28, 1310 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება პირველი რიგის ამოცანა არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება არ არის პირველი რიგის ამოცანა და ეს დაახლოებით ერთწლიანი პროცესია.

როგორც პრემიერმა  აღნიშნა, ამ ფორმატში პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.

„ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება არ არის პირველი რიგის ამოცანა. ეს არის ალბათ ერთ წლიანი პროცესი, რომელშიც მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს. ბუნებრივია, პრეზიდენტიც ამ ფორმატში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც გააჩნია საკანონდმებლო და მათ შორის საკონსტიტუციო ინიციატივის უფლება. არუნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ აქ რაღაც დაპირისპირება ხდება. შევეცდებით მაქსიმალურად კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს“, - განაცხადა კვირიკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics