17:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 15:35:59, 1509 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
საქართველო ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნას შეძლებს

“საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნა და ჩინელი მოქალაქეებისთვის საქართველოში ტურების განხორციელება შეეძლება”, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შესაძლებლობა ქართულ ტურისტულ კომპანიებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შეეძლებათ.

ამასთან, ქუმსიშვიმლა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები ჯერ კიდევ აბრეშუმის გზის  დასაბამიდან იღებს სათავეს. მისი განცხადებით, „სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელსაც საფუძველი ქართველმა და ჩინელმა ხალხმა ჩაუყარა, დღესაც გრძელდება და უფრო მეტ ძალას იკრებს, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.“

„შეთანხმება მოიცავს ვაჭრობის ყველა სფეროს და ქმნის ეფექტურ ბაზისს ორი ქვეყნის მეწარმეებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც ჩვენი რწმენით, მიმართული იქნება ჩინელი და ქართველი ხალხისათვის ეკონომიკური სარგებლის და კეთილდღეობის მოტანისაკენ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics