16:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 16:26:30, 540 ნახვა

საზოგადოება
„ამირანმა“ ქართველ სამხედროებს უმასპინძლა

კინოთეატრ „ამირანში“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ფილმის ჩვენება მოეწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს შეარაღებული ძალების IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების სამხედროებმა კლინტ ისტვუდის „ამერიკელი სნაიპერი“ ნახეს.

სპეციალურად ქართველი სამხედროებისთვის თემატურად შერჩეულმა ფილმმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმში მოთხრობილია, თუ როგორ გახდა ტეხასელი, როდეოს ჩემპიონი ქრის კაილი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სნაიპერი. მან ცხელ წერტილებში 150 დადასტურებული ლიკვიდაცია მოახდინა.

კინოჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და კინოთეატრ „ამირანს“ შორის თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა. მსგავსი ღონისძიებები შეიარაღებულ ძალებში ქართველი სამხედროებისთვის მუდმივად იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics