19:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 11:39:23, 495 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში ხმაურთან დაკავშირებით ჯარიმები 150-დან 1000 ლარამდე იქნება

დედაქალაქში ხმაური კანონმდებლობით დარეგულირდება. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ "ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის თანახამადაც, ხმაურის დადგენილი ნორმების დარღვევაზე ადმინისტრაციული სასჯელი იქნება.

როგორც აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტის თანახმად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო, რომელიც მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას და  ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ჩამდენს ადმინისტრაცული პასუხისმგებლობის ზომას შეუფარდებს.

მისივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ხმაურზომებით იქნება აღჭურვილი, რომელიც დეციბელებს გაზომავს. კანონონპროქტით, თუკი დილის 7:00 საათიდან,  საღამოს 11:00 საათამდე ხმაურის ზომა 40 დეციბელს გადასცდება,  ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი, 500 ლარით დაჯარიმდება. ხოლო საღამოს 11:00 სათიდან,  დილის 7:00 საათამდე, თუ 30 დეციბელზე იქნება გადაცდენა,  ფიზიკური პირი  ამ შემთხვევაში 300 ლარით, იურიდიული პირი კი, 1000 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში,  ჯარიმები გაორმაგდება.

თბილისის საკრებულო კანონპროექტს დასამტკიცებლად დღეს პარლამენტს გადაუგზავნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics