12:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 09:33:50, 780 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ხელისუფლებას არსებული ვითარებიდან გამოსვლის ორ გზას სთავაზობს

საერთაშორისო სავალუტო ფინდის მისია საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარებიდან ორ გამოსავალს სთავაზობს- ან გაზარდოს გადასახადები,  ან შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები.

ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძრვანელმა მარკ გრიფიტსმა გუშინდელ შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით,  მთავრობის გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევს, გადასახადებს გაზრდის, თუ საბიუჯეტო ხარჯებს შეამცირებს.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო გარედან მომავალი დიდი ეკონომიკური შოკი. სერიოზული ეკონომიკური ვარდნა განიცადეს რუსეთმა, უკრაინამ და სომხეთმა. ეს ქვეყნები საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან. მნიშვნელოვნად გაუფასურდა მათი ეროვნული ვალუტაც. აქედან გამომდინარე, რთულია რჩევის მიცემა. ვინმეს დადანაშაულებას თავი ავარიდოთ და ვეძებოთ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები, რაც ადვილი არ იქნება. მაგრამ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენი რეცეპტი ასეთია, - გადასახადების გაზრდა და ხარჯების შემცირება, ბიუჯეტის დეფიციტი უკონტროლო არ უნდა გახდეს, უნდა შენარჩუნდეს მცურავი გაცვლითი კურსი და მოერგოს მიღებულ შოკს. რაც შეეხება კრედიტის აღებას, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ის შეიძლება დაეხმაროს ვითარებას ამ შოკის დროს, მაგრამ ის იქნება მოკლევადიანი. აუცილებელია ფუნდამენტურ პრობლემებზე მუშაობა", - განაცხადა მარკ გრიფიტსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics