22:50 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 16:03:51, 764 ნახვა

რეგიონი
სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო კულტურების უზრუნველყოფით სესხის აღების მექანიზმებზე მუშაობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობის სექტორში აგროდაზღვევის, ღირებულებათა ჯაჭვის და სასოფლო-სამეურნეო კულტურების უზრუნველყოფით სესხის აღების  მექანიზმებზე მიმდინარეობს მუშაობა.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  სოფლის მეურნეობის სამინისტროში საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი უძღვებოდა. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, აღნიშნული მექანიზმი საინტერესო უნდა იყოს როგორც ფერმერებისთვის, ასევე საბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ვინაიდან ფერმერებს საშუალება ექნებათ სასოფლო-სამეურნეო კულტურების უზრუნველყოფით აიღონ  დაბალპროცენტიანი სესხი.
,,აღნიშნული კონცეფცია ხელს შეუწყობს სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის კონსოლიდაციას, სტანდარტიზაციას, ერთიანი მარკეტინგული მოთხოვნების ჩამოყალიბებას, კოოპერაციის გაძლიერებას და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს“, - აღნიშნა დავით გალეგაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში,  კომპანია ,,ბიზნესისა და ფინანსების საკონსულტაციო ცენტრის“ (BFC) პროექტის „აგროდაზღვევისა და დაფინანსების ხელშეწყობა საქართველოში (PAFAI)”  საკრედიტო და რისკების მართვის ექსპერტმა ნინო ბერიშვილმა წარმოადგინა.

პრეზენტაცია მოიცავდა აგროდაზღვევისა და ღირებულებათა ჯაჭვის სრული მექანიზმის მართვას პროცესში ელექტრონული მართვის სისტემის ე.წ. სოფტის მეშვეობით.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics