17:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 10:32:21, 738 ნახვა

საზოგადოება
ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა

საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე  დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, მოძრობა კვლავ შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი)  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

რიკოთის უღელტეხილზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135-კმ156 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა ორმხრივად გახსნილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 30-ე კილომეტრზე. აღნიშნულ მონაკვეთზე, გუშინ თოვის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება. დიდთოვლობის ყველა ადგილას მობილიზებულები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics