20:37 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 20:03:31, 758 ნახვა

სხვადასხვა
ოთარ დანელია ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მესაქონლეობის ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოში მეცხოველეობის დარგში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა იყო.

შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უწყების მიერ ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ყურადღება ვაქცინაციის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის - სასაკლაოების მოწყობის, სადაც ეტაპობრივად მიმდინარეობს  საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა, ცხოველთა გადასარეკი ტრასებისა და ბიოუსაფრთხოების პუნქტების მშენებლობაზე გაამახვილა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მეცხოველობის დარგის განვითარების პრიორიტეტულობის საკითხი და ყურადღება „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში საქართველოს საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი, იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics