14:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-03 18:12:13, 485 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის პარლამენტში სასურსათო ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა

რეჟიმის პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა.

შესაბამისი დადგენილება 88-ხმით, ერთხმად მიიღეს.

დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა.

4 თებერვალს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრება. 5 თებერვლიდან კომისია მუშაობას დაიწყებს.

“როდესაც კომისია დაიწყებს მუშაობას, საზოგადოებას საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალყური იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარიმართება და რომელიც ასევე მიმდინარეობს სამთავრობო კომისიის ფორმატში. საკითხის გადაჭრის გზებზე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან ერთად და მათი ჩართულობით ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, ერთად ვიპოვით გზებს და ამ პრობლემას გადავჭრით", - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics