14:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 16:33:12, 1151 ნახვა

მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფო“ რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს ემუქრება

„ისლამური სახელმწიფო“ რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტების სერიას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Haberturk ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, აღნიშული ინფორმაცია 8 მარტს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების დაკითხვის დროს გახდა ცნობილი. ტერორისტული დაჯგუფების წევრები თურქეთის ქალაქ გაზიანტეპში დააკავეს.

როგორც Haberturk სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება, აღნიშნული ოპერაციის ჩასატარებლად 30 ტერორისტია საჭირო, რომლებიც ასაფეთქებლებს  სხვადასხვა ქალაქებში დაამონტაჟებენ.

მათივე ინფორმაციით, დაჯგუფება რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეების ლიკვიდირებას 9 სხვადასხვა ქვეყანაში გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს სტამბოლში ტერორისტმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა, 36 კი დაშავდა. გარდაცვლითა შორის ისრაელის 3 მოქალაქეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics