2025-12-10 14:04:51, 1050 ნახვა
პოლიტიკა
შაიშმელაშვილი - რუსული ოცნება შაპიტოს ცირკიც აღარ ხართ
რუსული ოცნება შაპიტოს ცირკიც აღარ ხართ - ასე უპასუხა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებას, გდდ-ს ყოფილმა მარალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ყოფილ მაღალჩინოსანს, საკუთარ პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. "მეც მხოლოდ ეს უნდა მეკითხა: რატომ ვარ ძებნილი, ან რის გამო მასამართლებენ?! - დაწერა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
მოსამართლემ უარი განაცხადა ჩემი სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე, არგუმენტით: “ძებნილია და ამიტომ არ ჩავრთავთო”.
მეც მხოლოდ ეს უნდა მეკითხა: რატომ ვარ ძებნილი, ან რის გამო მასამართლებენ?!
#რუსულიოცნება შაპიტოს ცირკიც აღარ ხართ"- თქვა შაიშმელაშვილმა.
გდდ-ს ყოფილი მაღალჩნოსანი საქართველში არ იმყოფება. მოსამართლე ხუსკივაძემ თქვა, რომ თუ ყოფილ მაღალჩინოსანს პროცესში მონაწილეობა სურს, მაშინ ის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,