17:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 13:29:16, 358 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმცირესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენით, შერჩეული კრიტერიუმები დაარღვია.

 „ამ კანდიდატურის წარდგენით მარგველაშვილმა დაარღვია თავის მიერ შერჩეული 3 კრიტერიუმი: არ უნდა ყოფილიყო არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული, უნდა ჰქონოდა უზადო რეპუტაცია და უნდა ჰქონოდა კომპეტენცია რომელიც დასტურდებოდა საერთაშორისო ინსტიტუტებით. არც ერთ კრიტერიუმს არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, არ აკმაყოფიელსბ რადგან ის არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, მაშინ როცა სასამართლოში იყო ქრთამი, მეორე ის არის აფილირებული რესპუბლიკურ პარტიასთან და კენჭსაც იყრიდა არჩევნებში და მისი კომპენტენციაც არ არის დადასტურებული საერთაშორის ინსტიტუტებით. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამ კანდიდატურას“, - განაცხადა სერგო რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics