14:44 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-22 11:15:07, 615 ნახვა

სამართალი
გარდაბნის ტბაში სამი ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილები მამა და მცირეწლოვანი შვილები არიან

გარდაბანში, ტბაში სამი პირის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მამა და მცირეწლოვანი შვილები არიან, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ცხოვრობდნენ.

როგორც მათი თანასოფლელები აცხადებენ, მამაკაცსა და მის შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სამართალდამცველებმა კი ისინი გუშინ, გარდაბანში იპოვეს.

არსებული ინფორმაციითვე, მამა, შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, სათევზაოდ იყო წასული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics