12:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 12:40:45, 716 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ცნობით, სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

„ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, განკარგულების ფარგლებში, ბიზნესის ხელისშემწყობი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის წინასწარი მონაცემებით აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა 96.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64%-ით აღემატება.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს 2023 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 542 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ასევე, სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანობა. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტების მიერ 2023 წელს მაქსიმალურად იყო ათვისებული როგორც კაპიტალური, ასევე სპეციალური ტრანსფერების ფარგლებში გათვალისწინებული თანხები და ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს“, - აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics