11:56 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 13:11:38, 1201 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - კვლევის თანახმად, ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით, პერიოდულად გაგრძელდება ხარისხის შემოწმება და კონტროლი

კვლევის თანახმად, ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით, პერიოდულად გაგრძელდება ხარისხის შემოწმება და კონტროლი,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ  მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, ბოლო პერიოდში არც თუ კეთილმოსურნე მედია საშუალებების მხრიდან ხდება მაქსიმალური ზიანის მიყენება საკმაოდ წარმატებული ტურისტული სეზონისთვის.

„მსურს შევეხო ბოლო დროის აქტუალურ საკითხს, რომელიც უკავშირდება ზღვის წყლის ხარისხს, ბოლო პერიოდში არც თუ კეთილმოსურნე მედია საშუალებების მხრიდან ხდება მაქსიმალური ზიანის მიყენება საკმაოდ წარმატებული ტურისტული სეზონისთვის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად მოხდება ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან. უკვე ჩატარებული კვლევების შესაბამისად უნდა ითქვას, რომ ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით და, იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხარისხობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას ისე, რომ პირველ რიგში ჩვენს თანაქალაქელებს და შემდეგ ჩვენს უამრავ სტუმარს არ შეექმნება რაიმე დისკომფორტი დასვენების კუთხით“, - განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, შავი ზღვის კვლევა განხორციელდა როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ასევე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ, რომლის მიხედვითაც ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან.

შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად წარმოებს, რითიც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერის პირა ფენაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics