2023-04-21 11:28:08, 1354 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ჭვანის მეჩეთში რამადან-ბაირამის ლოცვას დაესწრო
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჭვანის მეჩეთში რამადან- ბაირამის ლოცვას დაესწრო.
მერიის ცნობით, ტაკიძემ მორწმუნეებს საღვთო დღესასწაული მიულოცა.
"ამ დღეს მორწმუნეები, შეჭირვებულებს ეხმარებიან და პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს.

სადღესასწაულო ლოცვა მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ მეჩეთში ჩატარდა", - ნათქვამია შუახევის მერიის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მუსლიმანური სამყარო ერთთვიანი მარხვის შემდეგ რამადან-ბაიარამის დღესასწაულს აღნიშნავს.

ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),