2023-04-09 15:04:59, 1328 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - 9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და გამარჯვების დღეა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
"9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და გამარჯვების დღეა. დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.
მადლობა თავისუფლებისთვის! ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),