2023-04-03 17:22:47, 1202 ნახვა
რეგიონი
შუახევის საჯარო ბიბლიოთეკაში პოეზიის საღამო გაიმართა
შუახევის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საჯარო ბიბლიოთეკაში პოეზიის საღამო ჩატარდა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პოეზიის საღამოზე ლექსების საჯარო კითხვა და ლიტერატურული დისკუსია მოეწყო.
"თანამედროვე პოეტებმა თავიანთი შემოქმედება დამსწრე საზოგადოებას გააცნეს და მოისმინეს ადგილობრივი, დამწყები ავტორების ლექსები.
ღონისძიების მიზანს მთაში მცხოვრებ ახალგაზრდებში ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივება და პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

საღამოს, მუსიკალურად აფორმებდა შუახევის გოგონათა ბენდი და ახალგაზრდული ანსამბლი "იავნანა“.
ღონისძიებას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდები და კულტურის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია შუახევის მერიის ინფორაციაში.

ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),