11:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 10:46:42, 1216 ნახვა

სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მომავალი სასწავლო წლისთვის კადეტთა ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ კადეტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები უკვე ჩაატარა.

დღეს კი, საინფორმაციო შეხვედრების ციკლი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღით დასრულდა. ლიცეუმში სწავლის მსურველი მოსწავლეები მშობლებთან ერთად ქუთაისში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. სტუმრებს ლიცეუმის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი მიესალმა და ყურადღება ლიცეუმში არსებულ გამორჩეულ სასწავლო გარემოზე, დისციპლინასა და ლიცეუმის მიზნებზე გაამახვილა. კადეტებმა კი, ლიცეუმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი პირობები, საგანმანათლებლო შესაძლებლობები, სასწავლო ლაბორატორიები, სიმულაციური კლასები და სპორტული დარბაზები დაათვალიერეს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე გამოფენილ სამხედრო შეიარაღებასა და ტექნიკასაც გაცნობოდნენ, ლიცეუმის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა ექსპერიმენტი ენახათ და რობოტექნიკის ლაბორატორია დაეთვალიერებინათ, რომელიც თანამედროვე რობო-სისტემებითაა აღჭურვილი.

ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია 21 ივნისიდან დაიწყება და 4 ივლისამდე გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics