|
2020-12-30 11:38:03, 1356 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ პანდემიის პირველივე დღეებიდან მაქსიმალური მობილიზებით დავიწყეთ მზადება, რომ ჯარისკაცები დაგვეცვა
პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე, უჩვეულო გამოწვევებსა და მთავრობის მხრიდან მის ეფექტიან მართვაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „არენაში“ სტუმრობისას ისაუბრა. „წლევანდელი წელი იყო უჩვეულო, გამოწვევების სიმძლავრით, ვინაიდან ეს პანდემია მსოფლიოს დაატყდა თავს და კაცობრიობა ამისთვის მზად არ იყო. საქართველო, რომელიც პატარა სახელმწიფოა შეზღუდული რესურსებით, ამ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ისევე გამოუცდელი, როგორც დანარჩენი მსოფლიო. მათ შორის განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოები. ჩვენ წელი თავიდანვე ეფექტურად ვმართეთ და ის პირველი ტალღა, რომელიც იყო ძალიან მნიშნველოვანი, მთავრობას, სახელმწიფოს, ჯანდაცვას დაეგროვებინა გამოცდილება, გაგვეგო თუ რასთან გვქონდა საქმე, ეს პერიოდი წარმატებით გამოვიყენეთ. ყველა უწყება იყო ჩართული და პრემიერის კოორდინაციით, პარტიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობითა და მთლიანად ხელისუფლება იყო ორგანიზებული, რომ პანდემიის პირველი ეტაპი, ის კრიზისი წარმატებით გვემართა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ასევე აღნიშნა, ჯარის ჩართულობა პანდემიასთან ბრძოლაში.მათი ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა და ჯარში პანდემიის გავრცელების თავიდან აცილება. „პროცესი შეეხო ყველა სფეროს. რთული მდგომარეობაა ეკონომიკური სოციალური მიმართულებით, მათ შორის ჩვენს უწყებაზეც აისახა. ჯარი თავიდანვე ჩართული იყო პროცესებში. ჩვენ ვმართავდით 85 პუნქტს. ამ წლის ერთ-ერთი მთავარი პროცესი, პანდემიის გარდა არის არჩევნები, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ მომავალს, ჩვენს და ჩვენი საზოგადოების ბედს განსაზღვრავს. პანდემიის პირველივე დღეებიდან მაქსიმალური მობილიზებით დავიწყეთ მზადება, რომ დაგვეცვა და დაგვეზღვია ჯარი და ჯარისკაცები ამ ვირუსის გავრცელებისგან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა გადაცემა „არენაში“ საუბრისას. „ყველა ბაზასთან რამდენიმე შრე გავაკეთეთ იმისთვის, რომ პრევენცია მომხდარიყო და არ შესულიყო ჯარში ვირუსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჯარის ყაზარმულზე გადაყვანა. ნახევარი ჯარი დისტანციურზე და ნახევარი ჩვენ გვყავდა ყაზარმულზე. ერთობლივი ძალისხმევით მასობრივი გავრცელება ჯარში არ ყოფილა. ჩვენ ამ მხრივაც შევიძინეთ გამოცდილება, რაც გულისხმობს პანდემიასთან ბრძოლას. ჩვენ ისეთი მიმართულებები, როგორიც არის მაგალითად ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური-რადიაციული ნივთიერებების მიმართულებას განსაკუთრებულ მნიშნველობას დავუთმობთ, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ მიმართულებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე, ისაუბრა ბრიგადებში სამედიცინო დეპარტამენტების გაძლიერებაზე, რაც სამომავლოდ მზადყოფნას გაზრდის. „ბრიგადებში კიდევ უფრო გავაძლიერეთ სამედიცინო მიმართულება. სამედიციო დეპარტმანეტი აღიჭურვა დამატებითი ტექნიკური ბაზით, გადაიარაღდა და ყველა ეს საშუალება, რომელიც საჭიროა პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ამის მარაგებიც გვაქვს გათვალისწინებული კიდევ უფრო უარეს სცენარებზეც. ეს მართლაც უნიკალური გამოცდილება იყო ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)